გია ვოლსკი – ოპოზიციაზე: ნახეთ, რა კონგლომერატი შეიქმნა და ჰიპოტეტურად წარმოიდგინეთ, “ქართული ოცნება“ გვერდზე რომ გაიწიოს, ესენი რას უზამენ ქვეყანას
“ნახეთ, რა კონგლომერატი შეიქმნა და ჰიპოტეტურად წარმოიდგინეთ, “ქართული ოცნება“ გვერდზე რომ გაიწიოს, ესენი რას უზამენ ქვეყანას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთს აგინებდნენ, ახლა ერთად შეიკრიბნენ.
“ერთი პედოფილიას უჭერს მხარს და პირდაპირ გვეუბნება, ფული პროსტიტუციით იშოვეთო. მტრის წინაშე შარვალჩახდილები დგანან. აიღეთ შალვა ნათელაშვილი… ასევე, როგორ შეიძლება, ადამიანების ჯგუფმა “ევროპული საქართველო“ დაირქვას, რომელთა მმართველობის პირობებში ერთი ყავარჯნიანი კაცი მეორე კაცს აუპატიურებდა, რომ ჩვენება მიეღოთ. თუ ამას ევროპული სტანდარტი ჰქვია, მაშინ შემისწორეთ! ეს ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთს აგინებდნენ, ახლა ერთად შეიკრიბნენ. აიღეთ ნინო ბურჯანაძის თემაც… ან დანარჩენი 25 პარტია ხომ პარტიაც არ არის – შეიკრიბნენ ერთკაციანი პოლიტიკური ინდმეწარმეები და უნდათ, ისე გავაკეთოთ, როგორი სურვილიც აქვთ. “ლელომ“ იმდენი მიიღო, რაც ჰქონდა. ბანკირების ადგილი პოლიტიკაში არ არის – იმ ბანკირების, ვისაც ხალხთან აქვთ საქმე. ამბობენ, ბიძინაც ხომ ბანკირია – “ქართუ ბანკი“ იპოთეკურ სესხებს არ გასცემს, მთლიანად დახმარებებსა და უშველებელი პროექტების კეთებაზეა გადასული, რომელიც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.