ნიკა მელია: ოპოზიცია არის როგორც არასოდეს ერთიანი, ერთიანი იმ პოზიციაში, რომელსაც აქვს მხარდაჭერა საზოგადოებაში

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია არის როგორც არასდროს ერთიანი.

ამის შესახებ მელიამ „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა.

„ოპოზიცია არის როგორც არასოდეს ერთიანი, ერთიანი იმ პოზიციაში, რომელსაც აქვს მხარდაჭერა საზოგადოებაში. პოზიცია გულისხმობს, რომ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდა, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილია პოლიტიკური კრიზისი, სხვა კრიზისებს დაამატა და შექმნა ხელოვნურად პოლიტიკური კრიზისიც, ამიტომ, ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას სჭირდება გამოსავალი და ეს გამოსავალი არის ახალ არჩევნებში. ეს პოზიცია არის ერთიანი და, რა თქმა უნდა, არსებობს სხვა შეთანხმების ელემენტებიც, რომელიც გულისხმობს იმას, ახალ არჩევნებთან ერთად, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომ რეალურად ახალი არჩევნები ახალი არჩევნებისთვის კი არ იყოს, არამედ ჩატარდეს თავისუფალ გარემოში. ეს გულისხმობს საკანონმდებლო დონეზე გასატარებელ ცვლილებებს და ა.შ. მაგრამ მთავარი და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია პოზიციაში ერთიანია”, – განაცხადა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები