“დიდი იმედი მაქვს, რომ არსებობენ პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად, შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული ასე”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორს მიმდინარე მოლაპარაკებების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებებით, რაც ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით ხორციელდება, საბოლოოდ, გარკვეული შეთანხმება იქნება მიღწეული.
„ოპოზიციურ პარტიებში არის ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ არსებობენ პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად, შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული ასე. ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებებით, რაც ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით ხორციელდება, საბოლოოდ, გარკვეული შეთანხმება იქნება მიღწეული. დაველოდოთ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და რა შეთანხმება იქნება მიღწეული“, – განაცხადა კალაძემ.