საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ყირიმის ანექსიას ამართლებდა, კორონავირუსს შეეწირა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი 94 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ დ’ესტენი საკუთარ სახლში,  2 დეკემბერს ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში 17 ნოემბერს იყო ჰოსპიტალიზებული კარდიოლოგიურ განყოფილებაში “გულის უკმარისობის გამო”.

სექტემბერში კი ის საავადმყოფოში ფილტვებში მსუბუქი ინფექციის გამოც მოხვდა.

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი ქვეყანას 1974 -1981 წლებში მართავდა.

ის აცხადებდა, რომ უკრაინაში არსებული კრიზისის დარეგულირების ოპტიმალური გამოსავალია – ნეიტრალური სტატუსის მქონე დაბალანსებული კონფედერაციის შექმნა. მან ასევე რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება გაამართლა.

“უნდა გვახსოვდეს, რომ ყირიმი უკრაინის მიერ მოპოვებული არ იყო – ის რუსეთმა მოიპოვა”, – თქვა მან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები