თენგიზ ცერცვაძე: მე „რემდესივირი“ მეგობრებმა გამომიგზავნეს უცხოეთიდან და ეს ვის შეუძლია, შეზღუდოს, თუკი პაციენტს და, მით უმეტეს, ექიმს სწამს ამ მედიკამენტის, რატომ უნდა იყოს კრიტიკის საგანი?!

“მე ჩემს თავზე შემიძლია გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც, ჯანმო-ს მიერ უარყოფილი მედიკამენტი გავიკეთო”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„არ შეიძლება, რომ კრიტიკა ნებისმიერ შემთხვევაში მოდიოდეს. როდესაც მე ვიყავი ინიციატორი ქვეყანაში „რემდესივირის“ შემოტანის, ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამომიჩნდა, რატომ შემომქონდა მედიკამენტი, რომელიც ყველას მიერ არ არის მოწონებული.

მე ჩემს თავზე შემიძლია გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც, ჯანმო-ს მიერ უარყოფილი მედიკამენტი გავიკეთო, თუ მე მისი მწამს. ახლა წამოვიდა მეორე კრიტიკა, რატომ აღმოჩნდა თენგიზისთვის და არ არის სხვებისთვის. ეს არ იყო სახელმწიფო მარაგიდან, მედიკამენტი ჯერ არ შემოსულა.

გუშინწინ მოეწერა ხელი, ჩემი გაჯანმრთელების მერე დადგენილებას და მედიკამენტი, დაახლოებით, ორ კვირაში შემოვა. მე მეგობრებმა გამომიგზავნეს უცხოეთიდან და ეს ვის შეუძლია, შეზღუდოს, თუკი პაციენტს და, მით უმეტეს, ექიმს სწამს ამ მედიკამენტის, რატომ უნდა იყოს კრიტიკის საგანი?!“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები