ლარი დოლართან მიმართებით 0.0004 ერთეულით გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3189 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3189 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3185 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით  0.0004 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9996 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9722 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0274 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები