ჯანმო-მ პირბადის ტარების წესი გაამკაცრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარგარეტ ხარისმა განაცხადა, რომ სამედიცინო ნიღაბის ტარება სავალდებულოა არა მხოლოდ დახურულ, არამედ – ღია სივრცეშიც, – იტყობინება Reuters-ი.

მისივე თქმით, ადგილებში, რომლებიც არ ნიავდება, პირბადის ტარება სავალდებულოა მიუხედავად იმისა, არის თუ არა იქ დისტანციის დაცვის საშუალება.

ასევე, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივ ადგილებში, უნივერსიტეტებსა და სკოლებში.

“ეს წესი ვრცელდება ღია სივრცეზე: თუ იქ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, აუცილებელია ნიღბის ტარება”, – თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ხარისმა ხაზი გაუსვა, რომ წესის ახალი გამკაცრება ერთ-ერთი სერიოზულია მთელი პანდემიის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები