ალიევი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ არსებობს, ჩვენ ის დავარეგულირეთ
“მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დავარეგულირეთ. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აღარ არსებობს”, – განაცხადა ხალხისადმი მიმართვაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
“თუ ვინმე ფიქრობს, რომ კონფლიქტი კიდევ გრძელდება, ის ცდება. მთიან ყარაბაღში დღეს მცხოვრები ხალხი – აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მათი ცხოვრება აზერბაიჯანის ერთიანი სახელმწიფოს ჩარჩოში კარგი იქნება. სიღარიბეში აღარ იცხოვრებენ.
უნდა დავსახოთ სტრატეგია, ტაქტიკური ნაბიჯები გადავდგათ, რომ ამიერიდან რეგიონში საფრთხის წყარომ აღარ იარსებოს. ამის გარანტი, რასაკვირველია, აზერბაიჯანის არმიაა. თუ რეგიონის გეოგრაფიას გადავხედავთ, დაინახავთ, რომ დღეს სომხეთს მთიან ყარაბაღთან 5-კილომეტრიანი დერეფანი აკავშირებს”, – თქვა ალიევმა.