გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი: კონსტანტინე ღიბრაძე, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა თავდასხმის პროცესში განხორციელებული სისასტიკე, სასამართლოს მოახსენებს ყველაფერს

“კონსტანტინე ღიბრაძე, რომელმაც თავის თავზე გადაიტანა თავდასხმის პროცესში განხორციელებული სისასტიკე, სასამართლოს მოახსენებს, თუ რა ქმედებები განახორციელეს “მერსედესის” მგზავრებმა”, – ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტანტინე ღიბრაძის გარდა, სასამართლოში ჩვენებას სხვა პირებიც მისცემენ.

“დღევანდელ პროცესზე დაიკითხება კონსტანტინე ღიბრაძე, ასევე, ის პიროვნებები, რომლებმაც გიორგი ქათამაძე და ვახტანგ ახვლედიანი შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს. ასევე, პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლები. ის პირები, რომლებმაც გიორგი ქათამაძე და ვახტანგ ახვლედიანი იქედან წამოიყვანეს, სასამართლოს მოახსენებენ, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ უშუალოდ თავდასხმის შემდეგ გიორგი ქათამაძე და ვახტანგ ახვლედიანი. ამავდროულად, კონსტანტინე ღიბრაძე, რომელმაც თავის თავზე გადაიტანა თავდასხმის პროცესში განხორციელებული სისასტიკე, სასამართლოს მოახსენებს, თუ რა ქმედებები განახორციელეს “მერსედესის“ მგზავრებმა, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილსა და სხვა პირებზე, ასევე, ისაუბრებს იმ ინფორმაციაზე, რაც მას გიორგი ქათამაძემ და ვახტანგ ახვლედიანმა მიაწოდეს”, – განაცხადა ყაზარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები