ბიძინა ივანიშვილს იარაღით უკანონო ვაჭრობის თაობაზე კეზერაშვილთან მიმართებაში კითხვები აქვს

  საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს კეზერაშვილთან მიმართებაში იარაღის შესყიდვაზე კითხვები აქვს. ამის შესახებ ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
“კეზერაშვილთან მიმართებაში კითხვები მეც გამაჩნია. დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და კეზერაშვილსაც ნუ მივანიჭებთ ჯერ დამნაშავის სტატუსს, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ამ იარაღის შეძენის დროს ფული სხვა მიმართულებით წავიდა. იარაღით ვაჭრობისას ნარკოტიკების მსგავსად დაახლოებით 2/3 მიდის გვერდზე”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობის” დროს 2 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის შესყიდვა მოხდა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლების დასაწყის წლებში, როგორც ვიცი, 2 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა იარაღის შესყიდვაზე. ახლა 200 მილიონისაც არ გვექნება. ისინი იტყვიან, რომ ომში ეს ყველაფერი განადგურდა. არც ის ვიცოდით, რომ შეიძინეს, არც პროცესებში მიუღიათ მონაწილეობა. სწორედ ამ პროცესებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომ სახელმწიფო სწორად წავიდეს. ასევეა ფლოტთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით – ჩვენი მონაწილეობა აუცილებელია”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები