სტოლტენბერგი: ალიანსი შავი ზღვის რეგიონში პოტენციალს გაზრდის, რადგან ხედავს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს

“ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავი ზღვის რეგიონში საკუთარი პოზიციების განმტკიცებას გააგრძელებს, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით”, – ამის შესახებ ბრიუსელში ბრიფინგზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

“შავი ზღვის რეგიონი  ნატო-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ჩვენს პარტნიორებთან – საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ასევე, სამ წევრ-ქვეყანასთან: ბულგარეთთან, თურქეთსა და რუმინეთთან. ნატო-ს რეგიონში მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი: საზღვაო ჭრილში, ასევე, მრავალეროვნული დანაყოფით, რომელსაც რუმინეთი უდგას სათავეში”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მან აღნიშნა, რომ ალიანსი რეგიონში საკუთარი ყოფნა შესამჩნევად გაზარდა, რადგან ხედავს, რომ რუსეთი უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

“ვზრდით პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ვხედავთ, რომ რუსეთი ზრდის სამხედრო ყოფნას, კერძოდ, ყირიმში, სწორედ ამიტომაც არის საჭირო მომავალში ჩვენი პოზიციების განმტკიცება”, – განმარტა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები