სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურის გავლა მოქალაქეებს მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს შეეძლებათ

მომსახურების სააგენტოს ახალი სამუშაო გრაფიკის მიხედვით, ის მოქალაქეები, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურა დასვენების დღეებში უწევთ, სამშაბათსა და ხუთშაბათს, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში ჯარიმის აცილების მიზნით, ერთი დღით ადრე უნდა გამოცხადდნენ.

​ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

უწყების პრესსამსახური კიდევ ერთხელ მოგიწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, მოქალაქეებმა არ მიმართონ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავონ გარეშე პირების თანხლებისგან. ასევე, მოქალაქეებს მოუწოდებენ, სერვისების მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები