გიგი უგულავა: მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დროს ხელი მოეწერება საერთო, დიდ დეკლარაციას იმ მოთხოვნებით, რაც ჩვენ გვაქვს

“მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დროს ხელი მოეწერება საერთო, დიდ დეკლარაციას იმ მოთხოვნებით, რაც ჩვენ გვაქვს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განუცხადა.

მისი თქმით, ღონისძიების სავარაუდო ადგილი იქნება მეტეხის პლატო.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ ამ გაყალბებული პარლამენტის შეკრების დღეს ცალკე ღონისძიებას ვაპირებთ. ამ ღონისძიების სავარაუდო ადგილი იქნება მეტეხის პლატო. შინაარსი არის შემდეგი – ხელი მოეწერება საერთო, დიდ დეკლარაციას იმ მოთხოვნებით, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არის რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცესკო-ს ახალი სისტემით, ახალი შემადგენლობით დანიშვნა. ამ დეკლარაციას ხელს მოაწერს ყველა ის პარტია, ვინც ეთანხმება. შესაბამისად, არ არის შეზღუდული პარტიები. მეორე დოკუმენტს ასევე ხელს მოაწერენ ის პარტიები, რომლებმაც ფორმალურად, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახეს ბარიერი. შესაბამისი უფლებამოსილი პირები ხელს მოაწერენ სიის ჩახსნის დოკუმენტს. მესამე და მთავარი დოკუმენტი არის ის, სადაც ყველა, ფორმალურად გასული, დაახლოებით, 60 დეპუტატი ხელს მოაწერს, რომ არ აპირებს სიყალბეში მონაწილეობას და მიმართავს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რომელიც კანონით არის დადგენილი“, – განაცხადა უგულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები