“ვნახეთ, რა ხდებოდა წინა დღეს მოლებში, მათ უნდათ, დაგვარწმუნონ, რომ აჟიოტაჟური მოთხოვნის მართვა შეუძლიათ, რომელიც შეიძლება, ფასდაკლებამაც გამოიწვიოს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა მოლებს აძლევს საშუალება, რომ 24 დეკემბრიდან იმუშაონ.
“ჩვენ მოლების პრობლემები გავითვალისწინეთ და ეს არ არის მხოლოდ მათი პრობლემა, ეს არის ეკონომიკის, ანუ ჩვენი პრობლემაც.
მათ ვაძლევთ საშუალებას, რომ იმუშაონ 24 დეკემბრიდან. ჩვენ ვნახეთ, რა ხდებოდა წინა დღეს მოლებში, ეს ეპიდემიოლოგიურად საშიში სურათი იყო. ამიტომ, ჩვენ მათ უნდა დაგვარწმუნონ, რომ აჟიოტაჟური მოთხოვნის მართვა შეუძლიათ, რომელიც შეიძლება, ფასდაკლებამაც გამოიწვიოს.
ამ ვითარებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მოლები ქმნის ადამიანების მობილობას და ამაზე მსოფლიო თანხმდება. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი პასუხისმგებლიანად უდგებიან ამ საკითხს”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.