„რომ არა სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება, ჩვენი ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, პურის ფასი გაიზრდებოდა“

„რომ არა სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება, ჩვენი ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, პურის ფასი გაიზრდებოდა“, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, პანდემიიდან გამომდინარე ეკონომიკური რეალობა არაორდინალურია არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონული კუთხით და საერთაშორისო ვითარებაც არ არის ჩვეულებრივი.

„აქედან გამომდინარე, ქვეყნებმა უფრო მეტი მარაგები შექმნეს, ვიდრე ისინი ამას ჩვეულ რეალობაში აკეთებდნენ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ხორბლის ფასი დღეს არის ისტორიულ მაქსიმუმზე.

„ბევრი წლის განმავლობაში ასეთი ფასი არ ფიქსირდებოდა ხორბალზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსავალი არც ისე ცუდი იყო 2020 წლის განმავლობაში. ის არ იყო რეკორდულად მაღალი, მაგრამ გაზრდილმა მარაგებმა გამოიწვია ის, რომ ხორბალზე ფასები საკმაოდ მაღალია“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები