გია ვოლსკი – არაადეკვატურ პიროვნებას, სააკაშვილს, არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ არავითარი არჩევნები და ყველაფერი უნდა მოხდეს ისე, როგორც მას მიაჩნია, ანუ რევოლუციური გზით

„ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით არაერთხელ ითქვა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ არ შეიძლება მოქმედებდეს პარტიული ინტერესებიდან ან პარტიული გადმოსახედიდან.

არალოგიკურია, დათმო მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო არჩევნების შედეგებს აღიარებს, – ამის შესახებ ქართული ონცების ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ ოპზიციისა და ხელისუფლებას შორის  მოლაპარაკებების თაობაზე განაცხადა.

ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ჰიპოთეტურადაც კი, რომ დაუშვას „ქართულმა ოცნებამ“  რიგგარეშე არჩევნები, ისიც კი, ოპოზიციის ძირითადი ბირთვისათვის მიუღებელია.

„რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, ეს დაფუძნებულია იმ მიდგომებზე, რომელიც საზოგადოების უდიდეს ნაწილს გააჩნია და იგი ვერანაირ გადაწყვეტილებებს ამის გარეშე ვერ მიიღებს. ისედაც, არალოგიკურია, დათმო მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო არჩევნების შედეგებს აღიარებს, როგორც სამართლიანს, გამჭვირვალეს და ისეთს, როგორიც სტანდარტს შეეფერება. რასაკვირველია, იყო გარკვეული გადაცდომები, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენი ოპონენტები უარს ამბობენ გახსნაზე, გადათვლაზე და ვიდეოთვალის მონაცემების შემოწმებაზე, კიდევ ერთხელ მეტყველებს თუ რაშია საქმე. ჰიპოთეტურად რომ დავუშვათ, რიგგარეშე არჩევნები, ისიც კი, ოპოზიციის ძირითადი ბირთვისათვის მიუღებელია.

„ნაცმოძრაობა“ განაგებს სიტუაციას და 2014 წლიდან მათ ლიდერს, არაადეკვატურ პიროვნებას, სააკაშვილს, არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ არავითარი არჩევნები და ყველაფერი უნდა მოხდეს ისე, როგორც მას მიაჩნია, ანუ რევოლუციური გზით.

ასე, რომ „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას , არანაირი პირადი გადაწყვეტილებები ამასთან დაკავშირებით არ გააჩნია. არსებობს საერთაშორისო პოზიცია, აშშ-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის პოზიცია და ამ პოზიციას იზიარებს „ქართული ოცნება“. ასევე, არსებობს მეორე პოზიცია – პროცესების რევოლუციური გზით განვითარება, პანდემიის გამოყენება, ამ ვირუსის გავრცელება, რათა ეკონომიკას მეტი ზარალი მიადგეს და სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდეს. არსებობს ვირუსის მხარე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული კლასტერი უჭერს მხარს. შუაში არის წითელი ხაზი და ამ წითელ ხაზს გარღვევა არ უწერია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები