გია ვოლსკი – კარასინს აქვს ინტერესი, ოპოზიციის გარკვეული ნაწილისათვის პირობები შექმნას, რომ ეს სტრესი, დისბალანსი და დაძაბულობა მუდმივად შეინარჩუნოს ქართულ პოლიტიკურ ველზე

კარასინს აქვს ინტერესი, რომ სტრესი, დისბალანსი და დაძაბულობა მუდმივად შეინარჩუნოს ქართულ პოლიტიკურ ველზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი აცხადებს.

მისი თქმით, აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით ოპოზიციონერების განცხადებები სპეკულაციურია.

„როგორც ატყობთ, კარასინს აქვს ინტერესი, ოპოზიციის გარკვეული ნაწილისათვის პირობები შექმნას, რომ ეს სტრესი, დისბალანსი და დაძაბულობა მუდმივად შეინარჩუნოს ქართულ პოლიტიკურ ველზე და ამ შემთხვევას ის არც ამ მოლაპარაკებების შემდეგ გაუშვებდა ხელიდან. კარასინის განცხადება თითქოსდა შეთანხმებული ქმედებასავით წარმოჩინდა და იმ წუთში, მათ სასარგებლოდ იყო პოლიტიკური ძალების აღზევება, რომლებიც სწორედაც სერიოზული დამნაშავეები არიან იმაში, რომ ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია. ეს შეთამაშებული ქმედებები სწორედაც სხვა რამეზე მიუთითებს და არა იმ კომენტარებზე, რასაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტისგან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკი – 20 ივნისის მოვლენები კარასინთან გასარჩევი არ არის, კარასინს აქვს ინტერესი, დუმის დეპუტატებს მოახსენოს, რომ ამ თემას ჯერ კიდევ არ ტოვებს უყურადღებოდ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები