პოლიციამ პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის დროს ოპოზიციური პარტიების ორი აქტივისტი დააკავა.

„ლელოს“, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბარი გააპროტესტეს და სამინისტროს შესასვლელის წინ საბჭოთა სიმბოლიკა დახატეს.

ამის შემდეგ მათ პარლამენტის შესასვლელთან გადაინაცვლეს, სადაც დროებით ღობეზე წარწერების გაკეთება სცადეს. პოლიციამ მათ ამის გაკეთების საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები