ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი: სად ისწავლეთ ყველამ, ასე უცებ, ეპიდემიოლოგობა, პროფილაქტიკური მედიცინა, ინფექციური დაავადებების მართვა?!

„თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტორულ-კონსტრუქციულ დაგეგმარებას ვიხილავ, ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი – ესე იგი, ჭკუიდან გადავსულვარ ,- ამის შესახებ Facebook-ზე ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია წერს

იგი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც შესაბამისი ცოდნის არ ქონის მიუხედავად კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს იძლევიან.

„თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტორულ-კონსტრუქციულ დაგეგმარებას ვიხილავ, ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი – ესე იგი, ჭკუიდან გადავსულვარ და ნუ გამლანძღავთ, უბრალოდ დაურეკეთ სახლში ჩემებს და გადაეცით ფრთხილად ჩემი თავი ხელიდან – ხელში.

კიდევ მეტი – მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხნის გამოცდილება მაქვს სამედიცინო მენეჯერის, თუ მედიცინის იმ სფეროში დავიწყე რჩევების მიცემა რისი სპეციალისტიც არ ვარ – იმავე ღონეს მიმართეთ! სად ისწავლეთ ყველამ, ასე უცებ, ეპიდემიოლოგობა, პროფილაქტიკური მედიცინა, ინფექციური დაავადებების მართვა?! თანაც როგორი კატეგორიული, დამაჯერებელი ტონით იტყვით ხოლმე… დიაგნოსტიკის გენიას, მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო ინფექციონისტს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილს რამდენჯერ უთქვამს გულახდილად რთულ შემთხვევაზე – ვერ ვხვდები რა არის და როგორ უნდა მოვიქცეო… ეჰ, ნეტავ მაშინ შეხვედროდით ეს „მცოდნე“ ხალხი, ხომ დააყენებდით მხცოვან აკადემიკოსს სწორ გზაზე“, – წერს გადელია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები