როგორ უნდა მოიქცნენ შეზღუდვების პერიოდში პირები, რომლებიც მუშაობენ და ტაქსით სარგებლობის საშუალება არ აქვთ – “მთავრობა საკითხს განიხილავს”

“ვაანალიზებთ, არსებობს თუ არა შესაძლებლობა იმისათვის, რომ ეს საკითხი დაფინანსდეს”, – ასე უპასუხა ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ შეზღუდვების პერიოდში პირები, რომლებიც მუშაობენ და ტაქსით სარგებლობის საშუალება არ აქვთ.

მისი თქმით, მთავრობა საკითხს განიხილავს.

“მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად საკითხს განიხილავს და ვაანალიზებთ, არსებობს თუ არა შესაძლებლობა იმისათვის, რომ ეს საკითხი დაფინანსდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებისთვის 300-ლარიანი პაკეტით დახმარება არ ვრცელდება, არის სხვა სახის დახმარებები, მაგალითად, კომუნალური შეღავათი. ასევე, ისინი, ვინც არაფორმალურ სექტორში არიან თვითდასაქმებულები, ისინი 100 000 ქულამდე მყოფ ოჯახებს წარმოადგენენ და, ამდენად, სწორედ ამას ითვალისწინებს ჩვენი დახმარების პაკეტები”, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები