მაია ცქიტიშვილი: სამედიცინო პერსონალი არის ყველაზე შეზღუდული რესურსი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, მარტივია საწოლის დამატება, მაგრამ პაციენტს ექიმი სჭირდება

“ამ ეპატზე, კლინიკებთან ერთად, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ინტენსიური თერაპიის პაციენტებისთვის საწოლფონდი გააფართოონ”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ეპიდსიტუაციის მართვაში საველე ჰოსპიტლებისა და სამხედროების ჩართვის საკითხი არ განიხილება.

„მთავრობის ყველა წარმომადგენელი ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე ეპიდსიტუაციის მართვაში საველე ჰოსპიტლებისა და სამხედროების ჩართვის საკითხი არ განიხილება. ყველა ის შეზღუდვა, რომელიც შემოღებულია მიმართულია იქეთკენ, რომ შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება და, ამ ეპატზე, კლინიკებთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საწოლფონდი გააფართოონ ინტენსიური თერაპიის პაციენტებისთვის, ასევე, შემუშავებული გვაქვს კოვიდსასტუმროების მოდელი, სადაც დამატებითი სამედიცინო კომპონენტების შესვლა განიხილება.

ნებისმიერ გაფართოებულ სამედიცნიო სივრცეებში – საველე, სამხედრო ჰოსპიტლებში, ყველგან საჭიროა ექიმების მომსახურება და სწორედ სამედიცინო პერსონალი არის ის ყველაზე შეზღუდული რესურსი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, ჩვენ მას ვერ გავზრდით, მარტივია საწოლის დამატება, მაგრამ მას ექიმი თუ არ ახლავს, პაციენტს არ ემსახურება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები