ამირან გამყრელიძე: ვფიქრობ, ძირითადად, ყველა ადამიანს უწევენ სამედიცინო ჰოსპიტალურ დახმარებას, ვისაც ეს სჭირდება

“ვფიქრობ, ძირითადად, ყველა ადამიანს უწევენ სამედიცინო ჰოსპიტალურ დახმარებას, ვისაც ეს სჭირდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის მიმართულებით გარკვეული პრობლემები არის, თუმცა, ინფიცირებულთა 30-34% კლინიკაში მკურნალობს.

„დღეს 319 კრიტიკული ავადმყოფია, რომლებიც არიან დამხმარე სუნთქვის აპარატებზე და, დაახლოებით, 1000-მდე არის ჟანგბადდამოკიდებული ადამიანი – ესენი არიან საშუალო და მძიმე მიმდინარეობის პაციენტები. რა თქმა უნდა, ეს ყველა პიროვნება საჭიროებს სერიოზულ სამედიცინო მეთვალყურეობასა და ყურადღებას. ვიცი, რომ არის გარკვეული დაყოვნებები გადაყვანისქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც, ძირითადად, ყველა ადამიანს ეწევა ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარება, ვისაც ეს სჭირდება, რადგან დღეს ჰოსპიტლებში საკმაოდ დიდი რაოდენობა 6000-მდე ადამიანი არის, ანუ აქტიური შემთხვევების სადღაც 30-34%“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები