ანზორ მელიას კორონავირუსი დაუდასტურდა, ასევე ინფიცირებულია კლინიკა “გულის” 40 ექიმი და 45 ექთანი
კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ გენერალურ დირექტორ ანზორ მელიას, კლინიკაში მომუშავე 40 ექიმსა და 45 ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
როგორც თავად ანზორ მელია აცხადებს, კლინიკაში შემოსული პაციენტების ნაწილმა დამალა, რომ სიცხე ჰქონდა.
„კვირას ვიგრძენი, რომ სიცხე მქონდა, გავიკეთე ტესტირება და აღმოვჩნდი კოვიდ დადებითი, ახლა სახლში ვარ, ვმკურნალობ და იზოლაციაში ვარ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაში შემოსული პაციენტების ნაწილმა დამალა, რომ სიცხე ჰქონდათ და არ თქვეს. ინფიცირებულია 40 ექიმი, 45 ექთანი და 30 სანიტარი”, – განაცხადა ანზორ მელიამ.