მარადონასთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიას მილიონამდე ადამიანი დაესწრება

არგენტინელ ფეხბურთელთან, დიეგო მარადონასთან დამშვიდობების ცერემონიას მილიონამდე ადამიანი დაესწრება.

ცერემონია ბუენოს აირესის ცენტრში რამდენიმე საათში დაიწყება, ხალხი კი უკვე იკრიბება.

მარადონასთან დამშვიდობება არგენტინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოხდება და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება, კერძოდ, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათამდე გაგრძელდება.

როგორც მედიას პრეზიდენტის სასახლის დაცვის თანამშრომელმა განუცხადა, ადამიანებს ცხედართან გაჩერება არ შეეძლებათ და არც – მასთან ახლოს მისვლა.

არგენტინის პრეზიდენტის სასახლესთან ხალხი უკვე იკრიბება, ისინი რიგში არ დგებიან, არამედ მარადონას სიმღერებს უმღერიან და ფოიერვერკებს უშვებენ. ასე გამოხატავენ ლეგენდარული ფეხბურთელისადმი საკუთარ სიყვარულსა და მადლიერებას.

შენობაზე კი შავი ლენტია, სამდღიანი გლოვის ნიშნად.

დიეგო მარადონა გუშინ 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები