ავტოსაგზაო შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – დაშავებულია ერთი ადამიანი
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.