ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.3138 ლარი ეღირება, ევრო – 3.9424 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.4180 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.3193 ლარი ღირდა, ევრო – 3.9447 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.4329 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 26 ნოემბერს ამოქმედდება.