სომხეთს ექსპრემიერი: ფაშინიანმა თბილისთან ურთიერთობის გაუმჯობესება ვერ შეძლო

“სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის განმტკიცება ვერ მოახერხა, ამის მერე ურთიერთობა გააფუჭა ირანსა და ჩინეთთანაც”, – განაცხადა პრესკოკნფერენციაზე ქვეყნის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გრანტ ბაგრატიანმა.

მისი თქმით, 25 წლის წინ, ლევონ ტერ-პეტროსიანის დროს  სომხეთს კომპლემენტარული პოლიტიკა ჰქონდა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო: პირველ ყოვლისა, რუსეთსა და აშშ-ს შორის ასეთი უთანხმოება არ ყოფილა და მეორე, მაშინ დიდი სახელმწიფოების დრო იყო, ახლა კი, რეგიონული სახელმწიფოების დროა.

მისივე თქმით, ერევანმა ურთიერთობის გაუმჯობესება ვერც თეირანთან  და ვერც თბილისთან შეძლო, მეტიც, ურთიერთობა ძალიან გაფუჭდა ჩინეთთან.

რაც შეეხება დასავლეთის ქვეყნებს, სომხეთის ყოფილი პრემიერის თქმით, ძალიან სასიამოვნოა ფოტოს გადაღება ჯასტინ ტრუდოსთან, ანგელა მერკელთან, მაგრამ არც ერთი მათგანი არ აპირებდა ქვეყნის დახმარებას არც საბრძოლო მასალებით და არც ტექნიკით.

“მაკრონი ტერორიზმის წინააღდეგ გამოვიდა, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირი, ასე თუ ისე, აშშ-ის მხარეს არის. რაც შეეხება ბრიტანეთს, მათ თავი გაეროში გამოიჩინეს, როდესაც ყარაბაღთან დაკავშირებით განცხადების პროექტი დაბლოკეს, რომელიც მესამე ქვეყნების ჩაურევლობას შეეხებოდა”, – განმარტა გრანტ ბაგრატიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები