განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ვიკიმედიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ვიკიმედიის“ მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ და ჯგუფის ხელმძღვანელმა, მეჰმან იბრაგიმოვმა მოაწერეს.

“მემორანდუმი ხელს შეუწყობს „ვიკიმედიის“ პროექტებში, მათ შორის ონლაინ ენციკლოპედია „ვიკიპედიაში“, ქართული სპორტისა და სპორტსმენების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად განთავსებასა და მუდმივად განახლებას. პროექტის ფარგლებში, „ვიკიპედიაში“ განთავსდება სამინისტროს მიერ მიწოდებული ფოტო, ვიდეო და ტექსტური მასალები ქართულ და უცხოურ ენებზე. ასევე, პერიოდულად განახლდება ონლაინ ენციკლოპედიაში განთავსებული ძველი ინფორმაცია.

მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტრო ხელს შეუწყობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ორგანიზებას, რომელთა მიზანი ქართველი სპორტსმენების ცნობადობის გაზრდა და სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია იქნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები