წყალტუბოში, ნანგრევებში მოყოლილი მუშა მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს

მაშველებმა წყალტუბოში უვლებლად ამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი მუშა, რომელიც საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების დროს მიწისა და ქვების მასაში მოყვა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა მიწისა და ქვების მასაში მოყვა და მაშველების დახმარება სჭირდებოდა.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცი მიწის მასიდან ამოიყვანეს”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ნანგრევებიდან ამოყვანილი მუშა ადგილზე შეამოწმა, მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები