კახა კალაძე: ყველა პარტიას თავისი ხედვა აქვს, ვერცერთი პარტია ვერ იქნება დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“, „ნაცმოძრაობაზე“ ან სხვა პარტიაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტიებს შორის თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისთვის და დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ვერც ერთი პარტია ვერ იქნება დამოკიდებული ვერც „ქართულ ოცნებაზე“, ვერც „ნაცმოძრაობაზე“ ან სხვა პარტიაზე, ყველა პარტიას აქვს თავისი ხედვა.

„ყველა პარტიას აქვს თავიანთი ხედვა და მოსაზრება. რა თქმა უნდა, ვერცერთი პარტია ვერ იქნება დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ან სხვა პარტიებზე. ის, რომ შედგეს თანამშრომლობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, დემოკრატიის განვითარებისთვის და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, “ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი” და “ლელო” შესაძლოა, ერთ ბლოკში გაერთიანდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები