“როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია, მოხდეს შეთანხება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მთავარი ქვეყანა და სახელმწიფოებრიობაა.
„როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია, მოხდეს შეთანხება. ყველას კარგად გვესმის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენ ვისმენთ გარკვეულ განცხადებებს, თუმცა, ყველაფერი გაირკვევა, როცა შეხვედრა შედგება. მოლაპარაკებებში ჩართული არიან ფასილიტატორი ელჩები, რისთვისაც მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო, თუმცა, კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი მეგობარი ელჩების ჩართულობა არ სჭირდებოდეს ქვეყნის შიგნით პოლიტიკის კეთებას, შეგვეძლოს მათ გარეშე ურთიერთობის დამყარება, მაგრამ ეტყობა, ჯერ არ ვართ მზად ამისთვის. ამას გარკვეული დრო სჭირდება და დარწმუნებული ვარ, აქამდეც მივალთ“, – განაცხადა კალაძემ.