საგარეო უწყება: საქართველო მიესალმება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის” შემოსვლას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის” შავ ზღვაში შემოსვლას ეხმაურება.

“საქართველო მიესალმება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის” შემოსვლას. აშშ-სა და ნატო-ს გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ,,ტვიტერის” გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტს ასევე გემოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩო და ხომალდ “დონალდ კუკის” მეთაური, კელი ჯოუნსი:

„შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია,” – წერს კელი ჯოუნსი.

აღსანიშნავია, რომ ხომალდი “დონალდ კუკი” საქართველოს საზღვაო სივრცეში ორჯერ იმყოფებოდა, ბოლო ვიზიტი 2019 წელს განხორციელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები