მაია ბითაძე: სამწუხაროა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ოპოზიციის ხელმძღვანლობით არ დაემორჩილა მთავრობისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს – საპროტესტო აქციებმა თავისი შედეგი გამოიღო
„ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ოპოზიციის ხელმძღვანლობით ბოლომდე არ დაემორჩილა მთავრობისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს და საპროტესტო აქციებმა თავისი შედეგი გამოიღო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია არასერიოზულად უდგება არა მხოლოდ იმ მანდატს, რაც მათ საზოგადოებამ მიანიჭა, ის არასერიოზულად უდგება პანდემიას.
„ოპოზიცია არასერიოზულად უდგება არა მხოლოდ იმ მანდატს, რაც მათ საზოგადოებამ მიანიჭა იმისთვის, რომ იმუშაონ საკანონმდებლო ორგანოში და შეასრულონ თავისი ვალდებულება, ის არასერიოზულად უდგება პანდემიას, რაც ძალიან სამწუხაროა. მათთვის ნებისმიერი თემა შეიძლება, იქცეს პოლიტიკური ბრძოლის საგნად, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ქვეყნისადმი მათ არასერიოზულ დამოკიდებულებას,” – განაცხადა მაია ბითაძემ.