ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თვითიზოლაცია დაასრულა, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ “კვირას” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს.

“კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში ყოფნაც დაასრულა, შესაბამისად, სამსახურშიც დაბრუნდა”, – აღნიშნეს პრესსამსახურში.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები