ბენ ჰოჯესი: უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს ნატოს

უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს ნატოს – ამის შესახებ აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი ევროპაში გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი  წერს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი აზრით, მთიანი ყარაბაღის მოვლენების ფონზე, აუცილებელია საქართველოს გაეგზავნოს ნატო-ში გაწევრიანების მოწვევა.

მისი თქმით, დასავლეთმა ვერ მოახერხა სრულად და თანმიმდევრულად გაეწია კონკურენცია დიდ შავი ზღვის რეგიონში ყველა სფეროში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, რამაც მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლება გამოიწვია.

„ჩვენ დავუთმეთ კრემლის ინიციატივას და ამიტომ დღეს განზე ვდგავართ და ვაკვირდებით შედეგს. მოდით, ავაშენოთ ახალი, გაცილებით მყარი ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. გავაძლიეროთ ჩვენი ადრინდელი კავშირი თურქეთთან და გავამყაროთ ჩვენი ყოფნა საქართველოში, მათ შორის ინფრასტრუქტურით სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის და აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებისთვის. ჩვენ ასევე, საქართველოში უნდა გავგზავნოთ მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს ნატო-ს.

დასავლეთმა სამხრეთ კავკასიაში უნდა იასპარეზოს, ვიდრე შესაძლებლობა გაგვაჩნია, თუკი გვინდა ავირიდოთ ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის კონფლიქტი“ – ამის შესახებ ის თავის წერილში საუბრობს, რომელიც „EUObserver“-ში გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები