გიორგი ვოლსკი: ოპოზიციას უნდა, ჯაჯგურის ფონი შექმნას, ეს ის არ არის, რაც ქვეყანას სჭირდება

“ოპოზიციას უნდა, ჯაჯგურის ფონი შექმნას, ეს ის არ არის, რაც ქვეყანას სჭირდება”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება რასაც წყვეტს, ის უნდა აღსრულდეს. ვოლსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება და ყველა პარტიას ურჩევს, არჩევნებისთვის მოემზადოს.

„ქვეყანა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისგან არ შედგება. აქ არის ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციაზეა და ჩვენ, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა ვფიქრობთ, რომ უმრავლესობამ არჩევანი გააკეთა. ამ უმრავლესობის პოზიციის ღალატი და საკითხების ჰაიჰარად გადაწყვეტა არასწორი იქნება. მმართველი გუნდი ამომრჩევლის ერთგული რჩება. ოპოზიციას უნდა ჯაჯგურის ფონი შექმნას, ეს ის არ არის, რაც ქვეყანას სჭირდება. ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს. დათმობები საზოგადოების ხარჯზე ვერ გაკეთდება, ამას ვინ ეკითხება პარტიულ ორგანიზაციას, რაც არ უნდა მძლავრი იყოს და ხელისუფლების სადავეებს ფლობდეს? საზოგადოება რასაც წყვეტს, ის უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები