23 ნოემბერი გიორგი ჩიტაიას დაბადების დღეა (ვიდეო)

„სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა გიორგი ჩიტაიას, ეს ღია ცის ქვეშ მოწყობილი საუცხოვო მუზეუმიც საკმარისი იქნებოდა მისი სახელის უკვდავსაყოფად” – აკაკი შანიძე.

23 ნოემბერს, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას, ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელს, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართველი ხალხის კულტურის შესწავლა-პოპულარიზაციას მიუძღვნა, დაბადებიდან 130 წელი შეუსრულდებოდა, – ეროვნული მუზეუმი დღეს  დიდ მეცნიერს იხსენებს.

„მის სახელს უკავშირდება ეთნოგრაფიის დამოუკიდებელ სამეცნიერო დარგად ჩამოყალიბება-განვითარება, თეორიული და საველე-სამეცნიერო კვლევის წარმოების პრინციპებისა და მეთოდის შემუშავება. გიორგი ჩიტაიამ თავისი მოღვაწეობითა და კვლევებით ავტორიტეტული გახადა ეს დარგი, რაც საერთაშორისო სამეცნიერო წრეების აღიარებითაც დასტურდება. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ეთნოგრაფთა და არქიტექტორთა ოცდაათწლიანი საველე და თეორიულ-კვლევითი სამუშაოები, ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლების ძიება-შერჩევა და კლასიფიკაცია, რასაც მოჰყვა ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია ცის ქვეშ დაარსება. სწორედ გიორგი ჩიტაიამ ჩამოაყალიბა ღია ცის ქვეშ მუზეუმის სტრუქტურა და დაგეგმარების ძირითადი პრინციპები. ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ 1966 წლის 27 აპრილს დაარსდა. 1987 წლიდან მუზეუმი მისი დამაარსებლის სახელს ატარებს.

გიორგი ჩიტაია სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს. იგი მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან დედაბოძად ედგა ქართულ ეთნოგრაფიას. ეს პერიოდი „ოქროს ხანაა” მეცნიერების ისტორიაში. მისი ცხოვრება კი – ქართველი ხალხის სიყვარულის, თავისი საქმის ერთგულების, მეცნიერებისა და კულტურის უანგარო სამსახურის ნათელი მაგალითია“, – აღნიშნულია საქართელოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები