კორონავირუსის გავრცელების დინამიკის ფონზე, სარესტორნო სექტორში წესების დაცვის კუთხით გამოწვევებია – ეკონომიკური გუნდი დარგის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდსა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი თემა იყო ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით გასატარებელი დამატებითი ღონისძიებები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნების საკითხი.

ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა მოისმინეს რესტორატორების პოზიციები პანდემიის პერიოდში არსებული გამოწვევების შესახებ და განიხილეს, თუ რა სახის წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით.

ხაზი გაესვა, რომ ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის ფონზე სექტორში წესების დაცვის კუთხითაც არის გამოწვევები.

შესაძლო დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე,სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება, რადგან სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ -ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

შეხვედრას ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები