მეუფე იოანე: მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს – ამერიკაში არჩევნების შედეგებს ტრამპიც არ ეთანხმება, მაგრამ დაამტკიცოს, რომ გაყალბდა

“მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ”, – ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა საპარლამენტო არჩევნების შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, ხმებით თამაში ყოველთვის ხდებოდა.

„ხმებით თამაში ყოველთვის ხდებოდა. მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს. გაიმარჯვა? ხალხის ხმა არის? მივულოცოთ. ამერიკაშიც გაიმარჯვა პრეზიდენტმა? მივულოცოთ. მართალია, ტრამპი არ ეთანხმება, მაგრამ დაამტკიცოს, რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა მეუფე იოანემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები