თეა ახვლედიანი: სოფელ ზარდიანთკართან მირიან თაზიაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე დაუყოვნებლივ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ეცნობა ჟენევის თანათავმჯდომარეებს

“სოფელ ზარდიანთკართან მირიან თაზიაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე დაუყოვნებლივ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ეცნობა ჟენევის თანათავმჯდომარეებს”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, გრძელდება ინტენსიურ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება.

„საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მიმდებარე ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ამგვარი ფაქტები კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ, ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, განსაკუთრებით, როდესაც უკვე ერთ წელიწადზე მეტია პანდემიის პირობებშიც კი, დაკეტილია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას უზღუდავს გადაუდებელ, მათ შორის სამედიცინო მომსახურებებზე წვდომას და გაყოფილია ოჯახები. საქართველოს სხვა შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, 20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები