ალეკო ელისაშვილი: მინდა საბურთალოელ ამომრჩევლებს მადლობა ვუთხრა, ჩვენ ვხედავთ, როგორ აქცია საბურთალომ ზურგი ამ სამარცხვინო არჩევნებს

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის პარალელურად, სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც საბურთალოელებს მაქსიმალურად დაბალი აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, საბურთალოზე ყველაზე დაბალი აქტივობაა და ეს იმის დასტურია, რომ ისინი გაყალბების მეორე ტურში არ მონაწილეობენ.

“მინდა მივულოცო ამხანაგ სერგეენკოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის, სახალხო დეპუტატთა უმაღლესი საბჭოს დელეგატობა. იმედია, ის გაამართლებს საბურთალოს, ანუ ორჯონიკიძის რაიონის მშრომელთა იმედებს და მომსახურება ლენინურ პარტიას. ეს, რა თქმა უნდა ხუმრობით, სინამდვილეში კი, მინდა საბურთალოელ ამომრჩეველს მივმართო და მადლობა ვუთხრა მათ. ჩვენ ვხედავთ, როგორ აქცია საბურთალომ ზურგი ამ სამარცხვინო არჩევნებს. საბურთალოზე ყველაზე დაბალი აქტივობაა და ეს იმის დასტურია, რომ ისინი ამ გაყალბების მეორე ტურში არ მონაწილეობენ. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას ბოიკოტისკენ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები