გიორგი გახარია: რაც უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენ შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა

რაც უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ არჩევნების მეორე ტურზე, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკოსმა, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა პირველ და მეორე ტურში,  გამოუცხადა ნდობა, უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს პოლიტიკურ ფორმატებში.

„მეორე ტურში არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი. ყველა პოლიტიკოსმა, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა პირველ და მეორე ტურში, პანდემიის დროს, გამოუცხადა ნდობა, დააკისრა უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა, იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს პოლიტიკურ ფორმატებში, პარლამენტში. რაც უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენ შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა. ეს არის როგორც ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის დაკვეთა, ასევე, ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები