მიკროსაფინანსოში შეჭრილი თავდამსხმელი “ლაივში” ჩაერთო – “სამი მოთხოვნა მაქვს” (ვიდეო)

შეიარაღებულმა პირმა, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ში შეიჭრა, რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ “ლაივი” ჩართო. როგორც ვიდეოდან ჩანს, მამაკაცი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგმარეობაშია.

მისი თქმით, სამი მოთხოვნა აქვს: 1) პარლამენტარები შეიკრიბონ და აზარტული თამაშები აკრძალონ, 2) ბანკებმა სესხები 7%-მდე შეამცირონ, ასევე 3) წამლები აღარ იყოს ასეთი ძვირი ასაკოვანი და გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირი შეიჭრა, სპეცოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები