ზურაბ ჯაფარიძე: სურვილი არის ის, რომ მესამე რაუნდი დასრულდეს კონკრეტული შედეგით, გონივრული კომპრომისის მოძებნა ყოველთვის შესაძლებელია

“სურვილი არის ის, რომ მესამე რაუნდი დასრულდეს კონკრეტული შედეგით, გონივრული კომპრომისის მოძებნა ყოველთვის არის შესაძლებელი”, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, ელჩების მხრიდან არის იმის მზაობა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.

“ამ შეხვედრის მიზანი არ იყო ის, რომ რაიმე კონკრეტული შედეგით დასრულებულიყო. ამის მიზანი არის ის, რომ მოლაპარაკების მაგიდა, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებობს, არის ორი ფასილიტატორი – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩი, მათი მხრიდან არის მცდელობა, რომ წინასწარი, მოსამზადებელი შეხვედრები გამართონ, მესამე რაუნდამდე. სურვილი არის ის, რომ მესამე რაუნდი დასრულდეს კონკრეტული შედეგით. გონივრული კომპრომისის მოძებნა ყოველთვის არის შესაძლებელი, თუ ამის პოლიტიკური ნება იარსებებს ხელისუფლების მხრიდან,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები