ზესტაფონში ინტერნეტის ანძების განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო – მამაკაცის მტკიცებით, მას ბოძები საფრთხეს უქმნიდა

ზესტაფონში ინტერნეტის გადამცემი ანძების განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სოფელ სვირში ადგილობრივმა გადამცემ ანძებს საბურავებით ცეცხლი წაუკიდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ინტერნეტმოწყობილობა გახდა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ გადამცემი მცირე ანძების გამოსხივება მას საფრთხეს უქმნის.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ინციდენტის გამო “სილქნეტისა” და ,,აირმაქსის,, აბონენტებს გარკვეული პერიოდით ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებოდათ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები