აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს დატოვების შემდეგ ვიზიტის შესახებ,,ტვიტერში” წერს.
„ნაყოფიერი საუბარი მქონდა ჩემს კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მტკიცე, დინამიკური ორმხრივი ურთიერთობა არის მყარი საფუძველი ჩვენი საერთო ფასეულობებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულების“, – წერს პომპეო.
მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციაში მაიკ პომპეო პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიან შეხვდა. შემდგომ შეხვედრა გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და სასულიერო პირებთან. მაიკ პომპეომ ასევე შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.