18 ნოემბერი სამხედრო დაზვერვის დღეა – ​ დაზვერვის შემადგენლობა სხვა სამანევრო ქვედანაყოფებთან ერთად აქტიურადაა ჩართული უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო მისიებში

“1991 წლის 18 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შეიქმნა და ფუნქციონირება დაიწყო შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის სადაზვერვო სამმართველომ”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ​სამხედრო დაზვერვის შემადგენლობა სხვა სამანევრო ქვედანაყოფებთან ერთად აქტიურად არის ჩართული უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო მისიებში, თანამშრომლობს საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან და რეგიონული და საერთაშორისო სტაბილურობის გამყარების მიზნით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები