დავით ზალკალიანი: საქართველოს ამერიკის გარეშე ძალიან გაუჭირდება რეგიონში არსებული გამოწვევების გამკლავება, ამიტომ, მათი მხრიდან არის სრული მზად ყოფნა, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს
“შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ამერიკის ყველაზე სანდო პარტნიორია”, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამერიკის მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს.
„ამერიკის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
დეტალური საუბარი იყო იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვე წინაშეა. განხილვის ერთ-ერთი თემა რეგიონში შექმნილი სიტუაცია იყო. ჩვენ ვთანხმდებით, რომ საქართველოს ამერიკის გარეშე ძალიან გაუჭირდება რეგიონში არსებული გამოწვევების გამკლავება, ამიტომ, მათი მხრიდან არის სრული მზად ყოფნა, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდე უფრო მაღალ დონეზე ავიდეს.
ჩვენ მომავალში უნდა ველოდოთ ამერიკის მეტ ჩართულობას რეგიონსა და საქართველოსთან მიმართებით, რადგან მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ამერიკის ყველაზე სანდო პარტნიორია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.