სალომე ზურაბიშვილი: ჩვენს რეგიონში საქართველო ამერიკის მყარ დასაყრდენად რჩება (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად ახლოს ვართ ამერიკასთან.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მაიკ პომპეოს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.
„ეს იყო შეხვედრა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ახლოს ვართ ჩვენ და ამერიკა, რამდენად მყარია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსა და მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის, მით უმეტეს, როცა რეგიონში ცვლილებები მიმდინარეობს.
ამერიკა ჩვენ გვერდით დგას და მაიკ პომპეოს ამისთვის მადლობა გადავუხადე. მნიშვნელოვანია, რომ კოვიდკრიზის ფონზე ამერიკამ გაანახლა ეკონომიკური მხარდაჭერა, რათა სამომავლოდ მივიღოთ ის ვაქცინები, რომლებიც გამოვა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში ამერიკა ჩვენი სტრატეგიული მხარდამჭერია.
საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეული საკითხის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, პომპეომ თავისი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და ხაზი გაუსვა ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას. მან მზადყოფნა გამოთქვა სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაახლებლად.
სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ნიშნავს, რომ საქართველოში იქნება მეტი ამერიკა და ამ რეგიონში ჩვენი ქვეყანა ამერიკის მყარ დასაყრდენად რჩება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები