მაიკ პომპეო: აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით
“აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სოციალურ ქსელში წერს.
მაიკ პომპეო აღნიშნავს, რომ აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ერთგულებას ემყარება.
“აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში“, – წერს მაიკ პომპეო.